დიდი 10 - ორივე ფინალისტი ცნობილია
Aa
Aa

დიდი 10 - ორივე ფინალისტი ცნობილია

დიდი 10-ის ნახევარფინალური მატჩები შედგა და ორივე ფინალისტის ვინაობა გაირკვა - „ბათუმი" საკუთარ მოედანზე „აკადემიას" დაუპირისპირდა, ანგარიშით - 28:13 დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალში ქუთაისის „აიამ" ბოლნისის „ყოჩების" ბარიერი (31:12) გაიარა და მეორე ფინალისტია.


დიდი 10-ის ფინალი 12 ივნისს, 17:00 საათიდან, ქუთაისის აია არენაზე შედგება.

ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, შემდეგ ბმულზე, ხოლო 8 ივნისისდან აია არენას სალაროებში, ყოველდღე 11:00 საათიდან- 19:00 საათამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები