შენგელიას 14 ქულა - ცსკა-მ ფინალში პირველი თამაში მოიგო!
Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა - ცსკა-მ ფინალში პირველი თამაში მოიგო!

დასრულდა VTB ლიგის ფინალის პირველი მატჩი ყაზანის „უნიქსსა“ და ცსკა-ს შორის. „არმიელებმა“ დამაჯერებლად 85:77 გაიმარჯვეს და ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი და 20 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 14 ქულას, 2 მოხსნას და 3 გადაცემას მოუყარა თავი.

ცსკა-ს 19 ქულით, 8 მოხსნით და 4 გადაცემით ქლეიბარნმა ულიდერმა „უნიქსის“ მხრიდან კი საუკეთესო 16 ქულით და 4 მოხსნით ლუნბერგი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომდევნო მატჩი 7 ივნისს, თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

შენგელიას ეფექტური "ჩატენვა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები