Aa Aa
5 ივნისი 2021  |  22:23

ACB ლიგა - ნახევარფინალში შერმადინი ბარსელონას შეხვდება

დასრულდა ACB ლიგის პლეი-ოფის უკანასკნელი მეოთხედფინალური წყვილის დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „ბადალონას“ შორის. კატალონიელებმა მეტოქე მარტივად 94:73 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ დაუპირისპირდებიან.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა, თავისმხრივ მეოთხედფინალში 2:0 „სან პაბლო ბურგოსი“ დაამარცხა. შერმადინი ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო.

„ტენერიფე“ VS „ბარსელონა“

რეგულარული სეზონი „ბარსელონამ“ მე-2 ადგილზე დაასრულა, ვიდორეტას გუნდმა კი მესამეზე.

ACB ლიგის მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა.

პირველი მატჩი 2020 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა. ბარსამ შინ 81:74 გაიმარჯვა. შერმადინის სტატისტიკა კი ასეთი იყო - 27 წუთი, 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი.

მეორე შეხვედრა მიმდინარე წლის 22 მაისს გაიმართა. კატალონიელებმა ამჯერად სტუმრად 96:72 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში ქართველ კალათბურთელს კარგი სტატისტიკა არ ჰქონდა. მხოლოდ 9 ქულა და 5 მოხსნა.

ცნობისთვის, პირველი მატჩი 6 ივნისს კატალონიაში გაიმართება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში