ურთიერთთანამშრომლობა - ლაშა ტალახაძე Crystalbet-ის სახე გახდა
Aa
Aa

ურთიერთთანამშრომლობა - ლაშა ტალახაძე Crystalbet-ის სახე გახდა

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კომპანია Crystalbet-ის ელჩი გახდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. სპეციალურ ღონისძიებას ტალახაძის გარდა, Crystalbet-ის პიარ-მენეჯერი - ოთო სალაყაია და კომპანიის სარეკლამო სახე - დიმა ობოლაძე ესწრებოდნენ.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ტალახაძემ Crystalbet-თან თანამშრომლობის გამო კმაყოფილება გამოხატა, CrystalBet-ის პიარ-მენეჯერმა - ოთო სალაყაიამ კი იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორმხრივად ნაყოფიერი იქნება და ქართველ ძალოსანს წარმატებები უსურვა.

ლაშა ტალახაძე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანია. ასევე, ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ოთხგზისა (ჰიუსტონი - 2015, ანაჰაიმი - 2017, აშხაბადი - 2018, პატაია - 2019) და ევროპის ხუთგზის (ფერდე - 2016, სპლიტი - 2017, ბუქარესტი - 2018, ბათუმი - 2019, მოსკოვი - 2021) ჩემპიონია.

27 წლის ძალოსანი ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერია.

ლაშა ტალახაძე - Crystalbet-ის ელჩი

ოთო სალაყაია - Crystalbet-ის პიარ-მენეჯერი 

დიმა ობოლაძე - ტელეწამყვანი და კომენტატორი; Crystalbet-ის სარეკლამო სახე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები