მიხეილ ყაველაშვილი: „კლუბების განვითარების სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ
Aa
Aa

მიხეილ ყაველაშვილი: „კლუბების განვითარების სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ"

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXI ყრილობა გაიმართა, სადაც საუბარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას სპორტის კომიტეტის თავჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ფეხბურთის განვითარების ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბა.

მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის განვითარების ფონდის საჭიროებაზე

„რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს და ეს გამოწვევები შემდეგშიც გვექნება, რადგან ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა ცოცხალი პროცესია. 

მოგეხსენებათ, ფეხბურთის განვითარების ფონდი, ცუდად თუ კარგად, თავის საქმიანობას ასრულებს. ვიცით როდის შეიქმნა, რა გამომწვევევი იყო. ფონდი რომ არ ყოფილიყო შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატი  საერთოდ ჩაშლილიყო. განვითარების ფონდი ერქვა, მაგრამ განვითარებაზე მეტად ფეხბურთის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული.

თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ.

მიმდინარე წელს ამ ფონდის საქმიანობა სრულდება. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ და განვიხილოთ როგორ გაარძელებს  ფონდი მუშაობას. ამ საკითხის ირგვლივ სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, მმართველ ძალასთან და რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციასთან, კომუნიკაცია აუცილებლად მექნება. 

კლუბების განვითარების სტრატეგია აუცილებელია. საქართველოს სჭირდება პროფესიული (როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია) და არა მუდმივად ბიუჯეტზე დამოკიდებული კლუბები. აუცილებლად დაგვჭირდება უცხოელი სპეციალისტები. ისინი დაგვეხმარებიან, შეიქმნება გეგმა თუ როგორ შევძლებთ კლუბების განვითარებას არსებულ რეალობაში.

წლის ბოლოს სამოქმედო გეგმა აუცილებლად უნდა გვქონდეს".

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ფუნქციონირება 2016 წლის 1 მარტს დაიწყო. ფონდის არსებობის მიზანი საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო/პრემიალური დაფინანსებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები