ტიაგო სილვა:
Aa
Aa

ტიაგო სილვა: "როცა პსჟ ვარდებოდა დამნაშავე ყოველთვის მე ვიყავი"

ტიაგო სილვამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და თავისი ემოციები გაგვანდო.

ბრაზილიელმა მოედანი 39-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა, რაც მისთვის ძალიან მძიმე მომენტი იყო.

ესანიშნავია. ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ე ძალიან ბედნიერი ვარ. უდიდესი მიღწევაა გახდე ამ თასის მფლობელი.

ჩემი დაზიანება? ამ დროს თავში უამრავი რამ ხდებოდა. რთული იყო მინდვრის დატოვება. მაგრამ ამ დონეზე ვერ ითამაშებ, თუ 70%-ით ხარ მზად. მოხარული ვარ, რომ გუნდი მშვიდი დარჩა და თავს კარგად იცავდა.

ჩვენთვის ძნელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ჯილდო ყველაფრისთვის, რაც გავაკეთეთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, იმის გათვალისწინებით, რომ პარიზში ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით. ყველა ელოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებდით.

როდესაც პსჟ ვარდებოდა, ხალხი დამნაშავის ძებნას იწყებდა და ეს ყოველთვის მე ვიყავი. ძალიან ცუდია. იმედი მაქვს პსჟ ამ ტურნირის მოგებას მომავალში შეძლებს, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს. მე სამუდამოდ დავრჩები წითელ-ლურჯად“. - ციტირებს 36 წლის სილვას სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. „სიტის“ კი მოცდა და უკეთ მომზადება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები