დე ბრუინის ტრავმა - ცხვირის და მარცხენა თვალის ბუდის მოტეხილობა
Aa
Aa

დე ბრუინის ტრავმა - ცხვირის და მარცხენა თვალის ბუდის მოტეხილობა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე დასანანი და შეიძლება ითქვას გარდამტეხი მომენტი კევინ დე ბრუინის ტრავმა იყო.  ბელგიელის მოედნიდან გასვლის შემდეგ, „სიტის“ შემტევი პოტენციალი განახევრდა.

დე ბრუინმა დღეს გულშემატკივრებს სოციალური ქსელიდან მიმართა და მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„გამარჯობა ბიჭებო, საავადმყოფოდან ახლახან დავბრუნდი. ჩემი დიაგნოზი არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა და მარცხენა თვალის ბუდის მოტეხილობა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

რა თქმა უნდა, კვლავ იმედგაცრუებული ვარ გუშინ მომხდარით. ჩვენ დავბრუნდებით“. - დაწერა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ 56-ე წუთზე დე ბრუინი ანტონიო რუდიგერთან შეჯახების შემდეგ შეცვალეს. ბელგიელის სახეზე აღბეჭდილი ემოციები ყველაფერზე მეტყველებდა - მან კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულება ვერ შეძლო.

ბოლოს გეტყვით, რომ კევინს ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩის გამართვა 12 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები