კაპელო:
Aa
Aa

კაპელო: "გუარდიოლა შემადგენლობის შერჩევისას შეცდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეაფასა. მისი თქმით, გუარდიოლამ ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას შეცდომა დაუშვა:

„ჩელსი ტუხელთან ვალშია, რადგან მან აჩვენა, რომ ის ინვესტიცია, რომელიც მასში ჩადეს სწორი იყო. მან მაქსიმალური სარგებელი მიიღო იმ მოთამაშეთაგან, რომლებშიც კლუბმა დიდი თანხა დახარჯა.

ჩემი აზრით, გუარდიოლა შემადგენლობის შერჩევისას შეცდა. გიუნდოგანს არ შეეძლო ფილტრის (საყრდენ ნახევარმცველად) როლი შეესრულებინა და დაცვის წინ ეთამაშა. სტოუნსი არის მცველი, რომელმაც არ იცის თავდაცვა, გიუნდოგანმა კი ის ვერ დააზღვია.

მეორე ტაიმში გუნდი გაცილებით გაწონასწორებულად გამოიყურებოდა, თუმცა სიტიმ ჩელსის პირველი 45 წუთი აჩუქა. პირველი ტაიმის ბოლოს მათ მარტივად შეეძლოთ, რომ 0:2 წაეგოთ“. - განაცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს ეთერში.

სტუდიაში ალესანდრო დელ პიეროც იმყოფებოდა, რომელმაც ნგოლო კანტეს როლზე გაამახვილა ყურადღება:

„კანტე ყოველთვის იქ იყო ერთი-ერთზე თამაშისას, ყველა ორთაბრძოლა მოიგო. მატჩები, რომლებმაც ჩელსი ფინალამდე მიიყვანეს, კანტემ ყველა მათგანში გადამწყვეტი როლი ითამაშა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები