Aa
Aa

"ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს" - პეპი ფინალის შემდეგ

დასრულდა 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის. „არისტოკრატებმა“ კაი ჰავერცის ერთადერთი გოლის წყალობით ნანატრი ტიტული მოიგეს. ლონდონელთათვის ეს ისტორიაში მე-2 ჩემპიონთა ლიგის ტიტულია. მატჩის დასრულების შემდეგ, "ქალაქელების" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„რთული მატჩი იყო. იმის ფონზე, რომ ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად იყო, კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვაჩვენეთ გამბედაობა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. მინდა მათ ეს განსაკუთრებული სეზონი და ის მატჩი მივულოცო, რომელშიც დღეს ითამაშეს.

გადაწყვეტილებები იმისთვის არის, რომ თამაშის მოგება სცადო. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ „ჩელსის“ მხოლოდ ერთი კონტრ-შეტევა ჰქონდა. „ჩელსი“ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში გოლს ვიმსახურებდით, თუმცა ვერ გავიტანეთ.

წაგების მიუხედავად მაინც დიდებული სეზონი გვქონდა. საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიე. სამწუხაროდ პირველ ნახევარში თავისუფალი სივრცეები გვრჩებოდა. ტუხელს დაცვითი სისტემის გუნდი ჰყავს და ასეთი გუნდის წინააღდეგ თამაში ადვილი არასდროს არის.

ახლა ჩემს ოჯახთან ერთად სახლში წასვლა მსურს. დიდი ხანია ისინი არ მინახავს. ამის შემდეგ კლუბში დავბრუნდები. „მანჩსტერ სიტი“ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესო იქნება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები