20 ქულა და MVP - შერმადინის მაგარი მატჩი სარაგოსასთან
Aa
Aa

20 ქულა და MVP - შერმადინის მაგარი მატჩი სარაგოსასთან

ACB ლიგის 35-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „სარაგოსას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით 91:60 დაამარცხა.

გამორჩეული და ორივე გუნდიდან საუკეთესო ქართველი კალათბურთელი იყო. შერმადინმა პარკეტზე 24 წუთი და 12 წამი დაჰყო. ამ პერიოდში გიორგიმ 20 ქულას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ქართველის შემდეგ საუკეთესო ბრაზილიელი ჰუერტასი იყო, რომელმაც 22 წუთში 16 ქულა დააგროვა. შერმადინი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე MVP გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ვიდორეტას გუნდს 54 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. ცხრილში პირველ პოზიციას 64 ქულით „რეალი“ იკავებს. მეორეზე კი 60 ქულით „ბარსელონაა“

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „იბეროსტარ ტენერიფე“ 22 მაისს, შინ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები