მედია: თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისთან
Aa
Aa

მედია: თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსს ტოვებდა. აქტიურად იწერებოდა სიახლეები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონი ქართველი სპეციალისტისთვის „ანორთოსისის" რიგებში ბოლო იყო, თუმცა კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქეცბაიამ და კლუბმა ხელახლა დაილაპარაკეს, რის შემდეგაც 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების გეგმა შედგა და შეთანხმდა ფინანსური დეტალებიც.

თემურ ქეცბაია კვიპროსში 2019 წელს დაბრუნდა, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად კვიპოროსის თასის ფინალი ითამაშა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ „ანორთოსისმა" აღნიშნული ტიტული მოიპოვა.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის რამდენი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს ანორთოსისში. ანორთოსისს ტოვებს და გენტს უბრუნდება გიორგი ქვილითაია, როგორც ცნობილია, კონტრაქტი ამოეწურა თორნიკე ოქრიაშვილს, ხოლო პოზნანის ლეხიდან კვლავ კვიპროსში ბრუნდება ნიკა კაჭარავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები