Aa Aa
16 მაისი 2021  |  17:39

რუბინის ევროსაგზური - ქართველების როტორი პრემიერ ლიგას დაემშვიდობა

რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის დასკვნით ტურში ყაზანის ''რუბინისა'' და ვოლგოგრადის ''როტორის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

79-ე წუთზე ანგარიში ''როტორის'' ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა პენალტის ნიშნულიდან გახსნა. საპასუხო გოლი მესამე დამატებულ წუთზე დესპოტოვიჩმა შეაგდო და ყაზანურ კლუბს ევროსაგზური მოუტანა.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა, ''ურალთან'' მიღებული ტრავმის შემდეგ ქართველ ტალანტს არ უთამაშია, თუმცა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

''როტორის'' სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი მოხვდა, რომელიც 85-ე წუთზე სოლომონ კვირკველიამ შეცვალა.

მოგეხსენებათ, ''როტორის'' მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ფლამარიონი ბათუმის ''დინამოს'' საკუთრებაა და რუსულ კლუბში იჯარით ასპარეზობს.

სტუმართა სამატჩო განაცხადში გიორგი არაბიძე არ იმყოფებოდა. სეზონის მეორე ნახევარი გიორგი არაბიძისთვის ძალიან წარუმატებელი გამოვიდა, მან მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მოედანზე 40 წუთი გაატარა. ის პორტუგალიური ''ნასიონალის'' საკუთრებაა და რუსულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ასპარეზობდა. ანალოგიურად, ''როტორთან'' საიჯარო ხელშეკრულება ფლამარიონს, სოლომონ კვირკველიასა (მოსკოვის ''ლოკომოტივის'' საკუთრებაა) და ზურიკო დავითაშვილს (''რუბინის'' საკუთრებაა) დაუსრულდათ, ხოლო რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანს ''როტორთან'' გაფორმებული კონტრაქტის ვადა ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''როტორი'' 22 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო ''რუბინმა'' 53 ქულით მე-4 პოზიცია დაიკავა. პრემიერ ლიგას ასევე დაემშვიდობა ზურაბ გიგაშვილის ''ტამბოვი'', რომელმაც 13 ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა.

2021-22 წლების სეზონში ''რუბინი'' კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, რაც მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკისა და ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში