2011-12 წლების შემდეგ პირველად - შესაძლოა იუვე ლიგის მიღმა დარჩეს
Aa
Aa

2011-12 წლების შემდეგ პირველად - შესაძლოა იუვე ლიგის მიღმა დარჩეს

სერია ა-ს 37-ე ტურში მოვლენები დრამატულად განვითარდა. „იუვენტუსმა“ „ინტერს“ თავისი შეხვედრა 3:2 მოუგო. 10 კაცით დარჩენილმა პირლოს გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და სამი ქულა გაიფორმა, თუმცა ტურინელები თავიანთ თავზე დამოკიდებულნი არ არიან.

თავისი შეხვედრა „ატალანტამ“ და „ნაპოლიმაც“ მოიგეს. „მილანი“ კი საკუთარ კედლებში „კალიარის“ მასპინძლობს და ნაკლებად სავარაუდოა ქულები დაკარგოს.

ბოლო ტურში „იუვენტუსი“ „ბოლონიას“ ესტუმრება, „ნაპოლი“ „ვერონას“ მიიღებს, ხოლო „ატალანტა“ და „მილანი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

როგორც ხედავთ, „ბებერი ქალბატონის“ საქმე საკმაოდ რთულადაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ატალანტამ“ და „მილანმა“ ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა გაუმართონ. ქულების დამკარგავს არც ჯენარო გატუზოს გუნდი ჰგავს.

ამრიგად, 2011-12 წლების შემდეგ პირველად - „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ემუქრება. ვნახოთ რა მოხდება 38-ე ტურში, თუმცა აშკარაა, რომ ანდრეა პირლოს გუნდს ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ ოთხეულში მოხვედრა შეძლოს.

„საბოლოოდ, თუ პირლოს გუნდი ლიგაზე ვერ გავა იუვეს რონალდუ და ბევრი სხვა ფეხბურთელი დატოვებს. მათ უდიდესი ფინანსური კრიზისი ელოდებათ. ეს დრამატული დასასრული იქნება.“ - ეს სიტყვები კრისტიან ვიერის ეკუთვნის და როგორც ჩანს, მალე რეალობად იქცევა.

ძნელი წარმოსადგენია რონალდუმ გაისად ევროპა ლიგაზე თამაში მოისურვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები