ქვილითაიას გამარჯვების გოლი - ანორთოსისი კვიპროსის თასის მფლობელია
Aa
Aa

ქვილითაიას გამარჯვების გოლი - ანორთოსისი კვიპროსის თასის მფლობელია

კვიპროსის თასის ფინალში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' ''ოლიმპიაკოსს'' დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლით ''ანორთოსისმა'' გამარჯვება მოიპოვა და სეზონი ტიტულით დაასრულა.

მე-15 წუთზე მთავარმა მსაჯმა ''ანორთსისის'' საყრდენი ბუბა დაუშვილი გააფრთხილა. შესვენებისას ქეცბაიამ დაუშვილი შეცვალა.

მთავარმა მსაჯმა მე-17 წუთზე ქვილითაია გააფრთხილა, 54-ე წუთზე კი - ოქრიაშვილი.

59-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქის ნახევარზე ართმევაზე კარგად ითამაშა, შეტევა ქვილითაიამ განავითარა, რომელიც საბოლოოდ არტიმატასის ეფექტური დარტყმით დასრულდა, ქეცბაიას გუნდმა ანგარიში გახსნა - 1:0.

 

61-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, განელმა კინგსლი სარფომ ''ანორთოსისის'' საჯარიმოში მცველებს აჯობა და ლორიას ახლო მანძილიდან გაუტანა.

110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. კომბინაციაში თორნიკე ოქრიაშვილიც მონაწილეობდა. მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი VAR-თან გადაამოწმა და გოლი ქვილითაიას ჩაუთვალა. აღნიშნული ინფორმაციას ფაქტობრივად ყველა კვიპროსული წყარო ავრცელებს.

''ანორთოსისი'' კვიპროსის თასის მფლობელი მეთერთმეტედ გახდა, ქეცბაიას გუნდმა აღნიშნული ტიტული 14-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები