თრილერი ტურინში - იუვენტუსმა ინტერი დაამარცხა!
Aa
Aa

თრილერი ტურინში - იუვენტუსმა ინტერი დაამარცხა!

იტალიის სერია ა-ს ბოლოსწინა ტურში „იუვენტუსმა“ „ინტერს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. „ბებერი ქალბატონი“ 2-ჯერ იგებდა, თუმცა „ნერაძურიმ“ ორჯერვე გაათანაბრა. ხსენებული დაპირისპირება ხუან კვადრადოს ბენეფისად იქცა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ჯერ საკუთარი გუნდი 2:1 წინ გაიყვანა, ხოლო შემდეგ იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პენალტი მოიპოვა და თვითონვე გაიტანა.

ეს გამარჯვება იუვესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირლოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის 70-ე წუთზე პირლომ მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გაიყვანა და მის ნაცვლად მორატა ჩართო თამაშში.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე „ატალანტაა“ 78 ქულით. 75-75 ქულა აქვთ „მილანს“ და „იუვენტუსს“, თუმცა მეორე ადგილზე „როსონერია“ და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასევე 1 შეხვედრა აქვს თადარიგში „ნაპოლისაც“ გატუზოს შეგირდები 16 მაისს „ფიორენტინას“ დაუპირისპირდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ „მილანი“ და „ნაპოლი“ საკუთარ მატჩებს მოიგებენ, „ბიანკონერი“ კვლავ მე-5 ადგილზე გადავა. ცნობისთვის, ამჟამად „პარტენოპეის“ 73 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები