სიჭინავა: ''ამიტომ ვტოვებ კომფორტის ზონას, მინდა ახალ საფეხურზე ავიდე''
Aa
Aa

სიჭინავა: ''ამიტომ ვტოვებ კომფორტის ზონას, მინდა ახალ საფეხურზე ავიდე''

უკრაინულ ''ინგულეცს'' ხუთწლიანი ასპარეზობის შემდეგ ნიკა სიჭინავა დაემშვიდობა. 26 წლის ფორვარდის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება, მოთამაშე მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან აწარმოებს.

CrystalSport-თან ინტერვიუში ფეხბურთელი კარიერის რთულ და წარმატებულ პერიოდებზე საუბრობს. სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) შემადგენლობაში ასპარეზობდა, 2016 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი ''ინგულეცის'' ღირსებას იცავდა.

მისი თქმით ''ინგულეცის'' შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს უარით უპასუხა, რადგან კომფორტული ზონიდან გამოსვლა სურს, რომ კარიერაში უფრო მაღალ საფეხურზე აინაცვლოს, პროგრესი აჩვენოს.

2019-20 - ყველაზე შედეგიანი სეზონი

უკრაინის რანგით მეორე ლიგაში ''ინგულეცი'' მეორე ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკა სიჭინავა ბომბარდირთა დავაში 27 მატჩში გატანილი 17 გოლით მეორე ადგილზე გავიდა და პირველზე გასულს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ პენალტის ნიშნულიდან გატანილ გოლებს არ ჩავთლით, ქართველმა თავდამსხმელმა ყველაზე მეტი - 15 გოლი ჩაიწერა აქტივში. 2019-20 წლების უკრაინის რანგით მეორე ლიგის საუკეთესო მოთამაშედ სიჭინავა დასახელდა.

2020-21 - პირველი სეზონი უკრაინის პრემიერ ლიგაში

უკრაინის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ნიკა სიჭინავამ 22 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) შეასრულა. ''ინგულეცმა'' მიზანს მიაღწია, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ახალი გუნდის მოლოდინში

2020-21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სიჭინავამ უკრაინის პრემიერ ლიგის ''ინგულეცი'' თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელი მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან აწარმოებს, ერთ-ერთი ''კოლოსია'', რომელმაც პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მიმდინარე წლის აპრილში Metaratings-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოთამაშის გადაბირებას უნგრული ''ფეჰერვარი'', ყაზანის ''რუბინი'', მოსკოვის ''დინამო'' და მოლდოვური ტირასპოლის ''შერიფი'' გეგმავდნენ.

2020-21 წლების სეზონის გამორჩეული მომენტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები