2 საგოლე პასი - რობენის მაგარი თამაში ემენთან
Aa
Aa

2 საგოლე პასი - რობენის მაგარი თამაში ემენთან

ნიდერლანდების ერედივიზიონის მორიგ ტურში "გრონინგენი" "ემენს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ეს მატჩი გამორჩეული არაფრით იქნებოდა, რომ არა ლეგენდარული არიენ რობენის ორი საგოლე გადაცემა. ვეტერანმა შემტევმა თანამემამულე ალესიო და კრუზს ორი შესანიშნავი პასი გაუკეთა.

კარიერის დასრულება და განახლება

2019 წელს ვეტერანმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა 1-წლიანი პაუზის შემდეგ არიენი ფეხბურთს დაუბრუნდა. 37 წლის შემტევმა მშობლიურ კლუბ '“გრონინგენთან'' კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით 1 წელი ნიდერლანდული კლუბის ღირსებას დაიცავს.

რობენი მიმდინარე სეზონში

„ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ერედივიზიონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და იმედია რობენი შემდეგ მატჩებში ითამაშებს და გულშემატკივრებს გატანილი გოლით გაახარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები