მაგარი ამბავი - ხვიჩამ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა!
Aa
Aa

მაგარი ამბავი - ხვიჩამ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა!

რუსული გამოცემა Sport-business-gazeta იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში განაახლა და მომავალ ტურში სათამაშოდ მზად არის. ყაზანელები „ტულას“ დაუპირისპირდებიან.

კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა 18 აპრილს „ურალის“ წინააღმდეგ მიიღო და პირველადი ინფორმაციით ქართველ ტალანტს გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვე ესაჭიროებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხვიჩა გაცილებით მალე დაბრუნდებოდა.

„ტულას“ წინააღმდეგ „რუბინი“ 8 მაისს ითამაშებს და წყაროს ცნობით, კვარაცხელია თამაშისთვის მზად არის და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს ხვიჩა მოედანზე გამოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და „რუბინი“ 49 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. სლუცკის შეგირდები ევრო საგზურისთვის იბრძვიან.

რაც შეეხება კვარაცხელიას, 20 წლის შემტევმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემები შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები