Aa Aa
3 მაისი 2021  |  18:02

დავიდე ასტორის საქმე - ბრალდებულ პროფესორს 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

„ფიორენტინას" ყოფილი ფეხბურთელის, დავიდე ასტორის გარდაცვალების საქმეზე პროფესორ ჯორჯო გალანტის, რომელიც ფლორენციაში მდებარე „კარეგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის" სპორტული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურატურის მიხედვით, ასტორისთვის დეტალური შემოწმება რომ ჩაეტარებინათ, დაავადების აღმოჩენა და მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, გალანტის ასტორის ოჯახისთვის 1.09 მილიონი ევროს გადახდაც დააკისრეს. ამ თანხიდან 250 000 ევრო ასტორის მეგობარმა გოგონამ, ფრანჩესკა ფიორეტიმ უნდა მიიღოს. 240 000 ევრო იტალიელი ფეხბურთელის შვილმა, ვიტორიამ, ხოლო დაახლოებით 600 000 ევრო მის მშობლებსა და ძმებს გადაეცემათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გალანტის განაჩენის აღსასრულებლად 30 დღე აქვს, თუმცა ბრალდებული მხარე ვერდიქტს არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, ქალაქ უდინეში მდებარე სასტუმროში გარდაიცვალა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ასტორის გულის სერიოზული დაავადება ჰქონდა, რომლის დიაგნოსტირებაც არ მოხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში