„70 წელს გადაცილებულმა ქალმა გააჩერა და“... - საინტერესო ისტორია შოთა არველაძეზე
Aa
Aa

„70 წელს გადაცილებულმა ქალმა გააჩერა და“... - საინტერესო ისტორია შოთა არველაძეზე

რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა, მარიუშ შუდუმიცამ Digisport-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და პერსპექტიულ რუმინელ ფეხბურთელზე, დენის მანზე ისაუბრა, რომელსაც „ტრაბზონსპორს“ უკავშირებენ. იმისთვის, რათა მაქსიმალურად კარგად გადმოეცა, თუ როგორ უყვართ ტრაბზონში ფეხბურთი, შუდუმიცამ შოთა არველაძესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.

„გეტყვით მაგალითს, თუ როგორ გიჟდებიან ტრაბზონში ფეხბურთზე. მახსოვს, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს შოთა არველაძე იკავებდა და ერთ-ერთ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯერ კიდევ დილით, მან სასეირნოდ წასვლა გადაწყვიტა.

სასეირნოდ გასულ არველაძეს 70 წელს გადაცილებული ქალბატონი ელოდებოდა, რომელმაც დაუყვირა: „შოთა, შოთა“. „დიახ, დედა“ - ეს ან რაღაც მსგავსი უპასუხა ქართველმა სპეციალისტმა, რის შემდეგაც ქალბატონმა მას ფურცელი გადასცა. ფურცელზე ტრაბზონსპორის სასტარტო შემადგენლობა იყო ჩამოწერილი, რომელიც ქალბატონის აზრით, არველაძეს იმ საღამოს გასამართ შეხვედრაში უნდა გამოეყვანა. ეს ისტორია ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მომიყვა და იქ ფეხბურთი სწორედ ასე უყვართ“.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ „ტრაბზონსპორი“ 2015 წლის 3 ივლისს ჩაიბარა, თუმცა გუნდში დიდი ხანი არ გაუტარებია. შოთიმ კლუბი ამავე წლის ნოემბერში დატოვა და „მაკაბის“ მიაშურა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები