კანკავა შესაძლოა
Aa
Aa

კანკავა შესაძლოა "გენტში" გადავიდეს

ბელგიური პრესის ინფორმაციით, "გენტის" ინტერესთა სფეროში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა მოხვდა. 

კანკავას ფრანგულ "რეიმსთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და რა გასაკვირია, რომ ამ გუნდის გეგმებში ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ შედის. შესაბამისად, ბელგიელებს გარკვეული თანხის გაღება მოუწევთ. 

თუ იმავე ბელგიურ პრესას დავუჯერებთ, "გენტის" დაინტერესება საკმაოდ სერიოზულია და კლუბი კანკავასთან მოლაპარაკებებს უახლოეს ხანში დაიწყებს.

კარგი შეთავაზების პირობებში, საფრანგეთის ლიგა 2-ის წარმომადგენელი სარფიან წინადადებაზე, ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, უარს ვერ იტყვის, ხოლო თავად ქართველს რომ "რეიმსის" დატოვების სურვილი აქვს, ეს დიდი ხანია ცნობილია. ასე რომ, ამ გადმოსახედიდად ტრანსფერი რეალურად მოჩანს. 

30 წლის ქართველი "რეიმში" 2015 წელს უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები