დღეს ან ხვალ - იბრაჰიმოვიჩი მილანთან ახალ კონტრაქტს აფორმებს
Aa
Aa

დღეს ან ხვალ - იბრაჰიმოვიჩი მილანთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

Sky Sports Italia იუწყება, რომ დღეს ან ხვალ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შვედმა თავდამსხმელმა „მილანთან“ მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ის „როსონერიში“ კიდევ 1 წლით დარჩება. ეს ყველაფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

Football Italia წერს, რომ ახლა მხოლოდ რამდენიმე ბიუროკრატიული საკითხი დარჩა მოსაგვარებელი.

ზლატანი „მილანში“ დაბრუნების შემდეგ

იბრა 39 წლის ასაკში კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. 2019 წლიდან დღემდე ზლატანმა "როსონერის" მაისური 45-ჯერ მოირგო და 28 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში შვედს სერია ა-ში 15 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ მან ამ რაოდენობის გოლების გატანა 17 მატჩში მოახერხა. ზლატანმა რამდენჯერმე ტრავმა მიიღო და ამის გამო 15 მატჩი გამოტოვა.

იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დებიუტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. შვედებმა ხსენებული დაპირისპირება 1:0 მოიგეს და ეს მატჩი ზლატანისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

იბრა გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. "მილანის" შემტევმა მეკარე ტომას რაველის რეკორდი გააუმჯობესა. რაველმა ეროვნულ ნაკრებში თავისი უკანასკნელი მატჩი 38 წლისა და 59 დღის ასაკში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები