''სხვაგვარად ძალიან ძნელი იქნება''  - აშვეთიამ ტორპედო დატოვა
Aa
Aa

''სხვაგვარად ძალიან ძნელი იქნება'' - აშვეთიამ ტორპედო დატოვა

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ პოსტი დატოვა. დანიური ''კოპენჰაგენის'' ექს-ფორვარდმა მის შემცვლელს პრობლემებზე ღიად საუბარი ურჩია. მისი სიტყვებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ იმერულ კლუბში ბევრი პრობლემაა.

თანამდებობის დატოვების შესახებ აშვეთიამ სოციალურ ქსელში დაწერა: ''დადგა მომენტი დავტოვო ქუთაისის ''ტორპედოს'' მთავარი მწვთნელის თანამდებობა! მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდით მედგა! გასული წლიდან მოყოლებული ბევრი პრობლემები იყო, ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის!

''ტორპედოს'' მინდა ვუსურვო ის, რომ კლუბში ყველაფერი ისე დალაგდეს, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება, ყოველ წელს არ ხდებოდეს ახალი გუნდის შენება.

მადლობა ქომაგს თანადგომისთვის! ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ! ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვთნელს, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს, რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, სხვაგვარად ძალიან ძნელი იქნება !''

43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ''ტორპედომ'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საწყის 9 შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, გამარჯვება არ მოუპოვებია და ოთხ შეხვედრაში დამარცხდა. ქუთაისური კლუბი მხოლოდ ბოლოადგილოსან ''სამტრედიას'' უსწრებს. ჩემპიონატში წარუმატებელ ასპარეზობას საქართველოს თასზე მარტვილის ''მერანთან'' მარცხი მოჰყვა.

ამ ეტაპზე ''ტორპედოს'' ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უცნობია.

მასალაში გამოყენებულია eliga.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები