Aa Aa
19 აპრილი 2021  |  16:45

კარაგერი სუპერ ლიგაზე: "ეს მემკვიდრეობის ღალატია"

„ევროპის სუპერ ლიგის“ შექმნის შემდეგ, ახალი ტურნირის შესახებ კომენტარს ძალიან ბევრი ყოფილი, თუ ამჟამინდელი მწვრთნელ-ფეხბურთელი აკეთებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ იდეას მხარს არ უჭერს.

გამონაკლისი არც ჯეიმი კარაგერია, რომელმაც პირველ რიგში ინგლისური გრანდები და თავისი საყვარელი „ლივერპული“ გააკრიტიკა:

„მთელი წელი მესმოდა, თუ როგორ ენატრებოდა ლივერპულს მათი გულშემატკივრები. რაც უფრო მეტს ვკითხულობ სუპერ ლიგის შესახებ, მით უფრო ვფიქრობ, რომ ლივერპულს ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში მოსწონს, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ყველაფერს გაფიცვები მოჰყვეს.

ლივერპულის იდეალები საფრთხეშია. ის იდეალები, რომლებმაც კლუბს საშუალება მისცა მეორე დივიზიონიდან გასულიყო და ჩემპიონთა ლიგის ექვსგზის გამარჯვებული გამხდარიყო. ეს მემკვიდრეობის ღალატია.

მანჩესტერ იუნაიტედის სამარცხვინო კაპიტალიზმი არ მიკვირს. მათი გულშემატკივრები დამეთანხმებიან, რომ პირველი დღიდან გლეიზერები არ მალავდნენ იმ ფაქტს, რომ ისინი კლუბს ფულის შოვნისთვის ყიდულობდნენ. მათ შეაჯამეს იუნაიტედის გულშემატკივრებისადმი მათი ზიზღი, როდესაც შემოიღეს სისტემა, რომელმაც აიძულა აბონემენტის მფლობელებს გადაეხადათ ზედმეტი თანხა თასის მატჩებისთვის.

დიახ, ფეხბურთში ნებისმიერ პროფესიონალურ დონეზე მთავარი ფულია. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინგლისური ფეხბურთი მერიტოკრატიაა, პრემიერ ლიგის დაარსების დღიდან მითია.

ფეხბურთის ხელმძღვანელები ყოველთვის ცდებიან, როცა თვლიან, რომ ისინი ფეხბურთში თავს ყველაზე ძლიერ ძალად თვლიან. შემდეგ სწრაფადვე ხვდებიან, რომ გულშემატკივრების გარეშე უძლურები არიან“. - განაცხადა კარაგერმა თავის რუბრიკაში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში