Aa Aa
17 აპრილი 2021  |  22:21

კოჭი დაიზიანა - დე ბრუინმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა

Fa Cup-ის ნახევარფინალში „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ჰაკიმ ზიეჩმა გაიტანა და „არისტოკრატები“ ფინალში გაიყვანა.

შეხვედრის 48-ე წუთზე, „სიტის“ გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო რამ მოხდა. „ქალაქელების“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა ტრავმა მიიღო და პეპ გუარდიოლამ ბელგიელი ფილ ფოდენით ჩაანაცვლა. Sky Sports წერს, რომ 29 წლის ნახევარმცველმა კოჭი დაიზიანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სირთულის ტრავმასთან გვაქვს საქმე, თუმცა გუარდიოლას სანერვიულო აშკარად აქვს. „მანჩესტერ სიტი“ 28 აპრილს „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უნდა შეხვდეს და დე ბრუნის გარეშე მანჩესტერული გრანდი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ცნობისთვის, კევინს არავინ ეუხეშა. „სიტის“ ლიდერმა ტრავმა თავისით მიიღო. როგორც კადრში გამოჩნდა, დე ბრუინმა ფეხი მინდორზე ცუდად დადგა და სწორედ ამ დროს დაიზიანა კოჭი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში