რონალდუ ტრავმირებულია და ატალანტასთან ვერ ითამაშებს
Aa
Aa

რონალდუ ტრავმირებულია და ატალანტასთან ვერ ითამაშებს

კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია და სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს. „იუვენტუსი“ ბერგამოში „ატალანტას“ ლიდერის გარეშე დაუპირისპირდება.

კრიშტიანუს ტრავმის შესახებ ინფორმაცია ანდრეა პირლომაც დაადასტურა:

„ჩვენ მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება. თეძოს კუნთთან დაკავშირებით მას პრობლემა აქვს და მისი ბერგამოში წაყვანა ძალიან სარისკო იქნებოდა.

იმედი გვაქვს რონალდუ ოთხშაბათისთვის მზად იქნება. მან დისკომფორტი „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ იგრძნო.

ამ კვირაში მან ისე ვერ ივარჯიშა, როგორც თავად სურდა. ამიტომ აღარ გავრისკეთ. დიბალა მის ნაცვლად ძირითადში იქნება“.

რონალდუს მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 27 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

იტალიაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. „იუვენტუსი“ 62 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. „ატალანტა“ კი მათ 1 ქულით ჩამორჩება. მე-5 ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ 59 ქულა აქვს. მე-6 პოზიციაზე 55 ქულით „ლაციოა“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები