Aa Aa
16 აპრილი 2021  |  11:26

ისტორიაში პირველად - ერთი კლუბი მეორეს ოფიციალური სპონსორი იქნება

„დღევანდელი განცხადება კულმინაციაა იმ შრომის, რაც წლების განმავლობაში გავიღეთ“, - ასეთ წინადადებას ვხვდებით წერილში, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ახალი და ჯერჯერობით უნიკალური ამბის შესახებ გვამცნობს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთის არსებობის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა ერთი პროფესიონალური კლუბი მეორის ოფიციალური სპონსორი გახდა. გერმანული „ვოლფსბურგის“ ლოგო ამიერიდან მხოლოდ მის მაისურზე არ იქნება წარმოდგენილი.

ამერიკულმა საფეხბურთო კლუბმა „ჩატანუგამ“ აღნიშნული პარტნიორობა საკმაოდ ორიგინალურად გამოაცხადა. ვიდეორგოლში „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელი დანიელ გინჩეკი გასახდელში მაისურს ხედავს, რომელზეც მისი კლუბის ლოგოა გამოსახული და მის ჩაცმას დააპირებს, რა დროსაც ეუბნებიან, რომ ეს მისი კლუბის მაისური არაა.

„ვოლფსბურგი“, როგორც ბრენდი, 2021 წლის ბოლომდე, საფეხბურთო კლუბ „ჩატანუგას“ სათადარიგო მაისურზე, წინა მხარეს იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, მხარეთა თანამშრომლობა „ჩატანუგაში“ მომუშავე მწვრთნელთა და ფეხბურთელთა საფეხბურთო განათლების პროექტს მოიცავს. ასევე, 2022 წლიდან მხარეები ერთობლივად „ჩატანუგას“ ქალთა საფეხბურთო კლუბს ჩამოაყალიბებენ. ამ საქმეში კი „ვოლფსბურგი“ ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე უნდა იყოს, რადგან უკვე წლებია მისი ქალთა გუნდი მსოფლიოს წამყვან კლუბებს შორისაა.

„ჩატანუგა“ 2009 წელს დაარსდა, „ვოლფსბურგთან“ კი 2017 წლიდან მეგობრობს. კლუბებმა მაშინ ურთიერთპატივისცემა და თბილი დამოკიდებულება გამოხატეს, რაც სხვადასხვა საერთო აქტივობებსა და ამხანაგურ შეხვედრებში გამოიხატებოდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში