Aa
Aa

"ვმუშაობთ, რომ პარიზში დიდი ხნით დარჩეს" - პოჩეტინო მბაპეზე

კილიან მბაპეთი, რომ არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება ეს ახალი არ არის. არც ის არის ახალი, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. 22 წლის შემტევს ყველაზე ხშირად „მადრიდის რეალს“ უკავშირებენ.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ მბაპესთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას პარიზელთა თავკაცი მაურისიო პოჩეტინო ცდილობს.

რა თქვა პოჩეტინომ?

"მეც და მთლიანად კლუბი მუშაობს, რომ კილიანს ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. გვინდა, რომ ის პარიზში დიდი ხნით დარჩეს.

მბაპე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ის ახლა მაქსიმალურად მშვიდად არის და გუნდის წარმატებისთვის აქტიურად იბრძვის.

ჭორებს ვერასდროს გააკონტროლებ. სამწუხაროდ რეალობა ასეთია. ჭორები მუდამ იყოს არის და იქნება. “

MARCA იმასაც წერს, რომ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა საკუთარი მომავლის შესახებ ჟურნალისტის კითხვას თავი აარიდა.

მბაპე პსჟ-ში

შეგახსენებთ, რომ კილიანი პარიზულ გრანდში 2017 წელს იჯარის წესით მონაკოდან გადავიდა, ხოლო 1 წლის შემდეგ პსჟ-მ მასში 180 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ პერიოდის განმავლობაში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 102 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები