ვაცკე:
Aa
Aa

ვაცკე: "გუარდიოლა სხვის დახარჯულ ფულზე არ უნდა ლაპარაკობდეს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ბუნდესლიგის კლუბები აგენტების მაღალი ხელფასების გამო გააკრიტიკა. პეპი ფიქრობს, რომ გერმანული კლუბები ფეხბურთელების წარმომადგენლებს ზედმეტად ბევრ ფულს უხდიან.

პეპის ეს განცხადება „დორტმუნდის“ აღმასრულებელ დირექტორს ჰანს-იოჰიმ ვაცკეს არ ესიამოვნა და მწვავე პასუხი გასცა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„ისინი ბევრ ფულს ხარჯავენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და კოლოსალურ თანხებს უხდიან აგენტებს.“

ვაცკეს პასუხი

„მანჩესტერ სიტიმ“ პეპ გუარდიოლას თხოვნით ბოლო წლებში დაახლოებით მილიარდი დოლარი დახარჯა. სხვას ვის აქვს ამის გაკეთების შესაძლებლობა? პეპი სხვის დახარჯულ თანხებზე არ უნდა საუბრობდეს.

„დორტმუნდის“ სტრატეგია კარგად მუშაობს, თუმცა ამ სტრატეგიით კლუბის განვითარება რთულია. ახალგაზრდა წარმატებული მოთამაშეები მუდამ იყიდებიან. „ბორუსიას“ ბევრი ფული არ აქვს, რომ სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლოს.

მაგალითისთვის ჰოლანდს და სანჩოს იმხელა ხელფასს ვერ გადაუხდის, როგორსაც „რეალი“, „სიტი“ და პსჟ გადაუხდიან.

მე რომ შემეძლოს „მანჩესტერ სიტივით“ 1 მილიარდი ფეხბურთელებში დავხარჯო, მაშინ აუცილებლად ვიბრძოლებდით დიდი მიზნებისთვის, მაგრამ ახლა „დორტმუნდისთვის“ მთავარია ყოველ წელს ევროპის ტოპ 10-12 კლუბში შევიდეს.“

„დორტმუნდი“ VS „სიტი“

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ. პირველი მატჩი ინგლისში გაიმართა და „ქალაქეელბმა“ 2:1 გაიმარჯვეს. მეორე დაპირისპირება კი 14 აპრილს 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები