შერმადინი თავის გუნდში საუკეთესო იყო - ლენოვო ტენერიფემ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
Aa
Aa

შერმადინი თავის გუნდში საუკეთესო იყო - ლენოვო ტენერიფემ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ დაუპირისპირდა. „შერმინატორის“ გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა, მეტოქე 89-60 გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ცენტრმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და პარკეტზე თითქმის 20 წუთი დაჰყო. შერმადინი თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

გიომ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 გახლდათ. თად მაკფადენს რაც შეეხება, მას ცუდი მატჩი ჰქონდა და არასრულ 12 წუთში მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 5 გათამაშებიდან „ლენოვო ტენერიფე“ ფინალურ ეტაპზე მეოთხედ გავიდა და პლეიოფში მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები