ნეიმარის უარი პსჟ-ს - ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება უნდა
Aa
Aa

ნეიმარის უარი პსჟ-ს - ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება უნდა

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა და კლუბის დატოვებას გეგმავს. ბრაზილიელი „ბარსელონაში“ დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ინფორმაციას ესპანური ARA ავრცელებს.

ნეიმარმა რამდენიმე თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მას მესისთან ერთად თამაში კიდევ ერთხელ სურდა. ფრანგული პრესა წერდა, რომ ბრაზილიელს პარიზულმა კლუბმა მესის შეძენის პირობა მისცა.

ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ მესი არსად წასვლას აღარ აპირებს. არც პსჟ და არც „მანჩესტერ სიტი“ - ჟოან ლაპორტამ მისი დაყოლიება შეძლო და არგენტინელი სავარაუდოდ მალე ამ ინფორმაციას ოფიციალურადაც დაადასტურებს. აქედან გამომდინარე, ნეიმარმა პარიზელებს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება საფრანგეთის ლიგა ერთში აღარ სურს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი „ბარსელონას“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ დასაბრუნებლად მზად არის.

El Litoral-ის ჟურნალისტმა ანდრე კურიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ნეიმარი მესისთან ერთად კვლავ ითამაშებდა, მაგრამ ეს არა პარიზში არამედ „ბარსელონაში“ მოხდებოდა.

რაც შეეხება არსებულ რეალობას - რთული წარმოსადგენია რამდენად დაკმაყოფილებს „ბარსა“ ბრაზილიელის ფინანსურ მოთხოვნებს. ნეიმარს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. კატალონიელები ამ მომენტისთვის ერლინგ ჰოლანდის გაფორმებას გეგმავენ და ნეიმარი მათ გეგმებში არ შედიოდა, თუმცა ამიერიდან რთული სათქმელია რა მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები