Calciomercato.it: მილანი კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება
Aa
Aa

Calciomercato.it: მილანი კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება

Calciomercato.it-ის ცნობით ''მილანი'' ქართველი ტალანტით, ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია. წყაროს მიხედვით ''მილანი'' ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთელი ევროპის მასშტაბით ეძებს. მილანური კლუბის ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის ინტერესთა არეალში კვარაცხელია მოხვდა.

''მილანი'' კლუბის მოქმედ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც მუშაობას, თუმცა ასევე განიხილავს ახალი ფეხბურთელების დამატების საკითხს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ''მილანის'' ერთ-ერთი ახალწვეული შესაძლოა ''რუბინის'' 20 წლის მოთამაშე აღმოჩნდეს.

აღნიშნული წყარო sportmediaset.it-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვარაცხელიას თაობაზე საუბარი პაოლო მალდინსა და ''მილანის'' ექს-ფეხბურთელს, კახა კალაძეს შორის შედგა. იტალიური მედია საუბრის შინაარსზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა  Матч ТВ-ის კომენტატორ ნობელ არუსტამიანის ცნობით კალაძემ თანამემამულეზე საუკეთესო რეკომენდაცია გასცა.

შეგახსენებთ, არუსტამიანის ცნობით უახლოეს პერიოდში კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში გაფრინდება და მოლაპარაკებას სამ კლუბთან გამართავს. კერძოდ, ის ''იუვენტუსის'', ''მილანისა'' და ''ნაპოლის'' წარმომადგენლებს შეხვდება.

იტალიური კლუბების გარდა ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით მიუნხენის ''ბაიერნის'' სახელმაც გაიჟღერა. გერმანული ვებგვერდი, Express.de მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, „რეკორდმაისტერის“ ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოექცა.

''მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი უკვე ვარაუდობს, რომ კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს და შესაძლოა, იგი მიუნხენშიც ვიხილოთ. „დარწმუნებული ვარ, რომ რეალში ან ბაიერნში აღმოჩნდება,“ - თქვა ჯუღელმა Estadio Deportivo-სთან საუბრისას. აგენტმა ეს განცხადება ხვიჩას მიერ ესპანეთის კარში გატანილი გოლიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. სანაკრებო პაუზისას კვარაცხელიამ ყურადღების მიპყრობა მოახერხა'' - წერს Express.de.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები