გადამწყვეტი ბრძოლა - ტოჩინოშინი დამარცხდა და შანსი ხელიდან გაუშვა
Aa
Aa

გადამწყვეტი ბრძოლა - ტოჩინოშინი დამარცხდა და შანსი ხელიდან გაუშვა

„ჰარუ ბაშოს“ დასკვნით დღეს ლევან გორგაძემ სეკივაკე ტაკანოშოს წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა გამართა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

ორივე რიკიშისთვის ეს ნამდვილი ფინალი იყო, რადგან ორივე მათგანს ბალანსი 7:7-ზე ჰქონდა და დამარცხებული უარყოფით ბალანსს იფორმებდა, რასაც როგორც წესი რანგით დაქვეითება მოჰყვება.

ტოჩინოშინმა ბრძოლა საკმაოდ ცუდად დაიწყო და მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა. ტაკანოშომ სიტუაცია სწორად შეაფასა და ქართველი დოჰიოდან გადააგდო.

ლევანს ტაკანოშოს წინააღმდეგ დღევანდელ დღემდე სულ 4 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან მხოლოდ 1-ის მოგება შეძლო.

საბოლოო ჯამში გორგაძე „ჰარუ ბაშოზე“ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და რამდენიმე ძალიან სუსტ მეტოქესთან არწასაგები ბრძოლა დათმო, რამაც მას საქმე ძალიან გაურთულა.

მუხლის ტრავმამ ტოჩინოშინის კარიერას დაღი საბოლოოდ დაასვა. სუმოში არსებული წესები ქართველს ტრავმის სრულად მოშუშების საშუალებას არ აძლევს და აქედან გამომდინარე, საეჭვოა მომავალში მისი შესრულებით ძველებურად შთამბეჭდავი სუმო ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები