ბითაძის კარგი თამაში და ინდიანას გამარჯვება
Aa
Aa

ბითაძის კარგი თამაში და ინდიანას გამარჯვება

გამთენიისას NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ჩვენთვის დიდ ინტერესს „დალასისა“ და „ინდიანას“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც „პეისერსმა“ 109:94 მოიგო.

ამჯერად ბითაძეს მწვრთნელმა 10 წუთი და 41 წამი მისცა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა - გოგამ 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება და 1 გადაცემა გაიფორმა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო. ლიეტუველმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა, 15 მოხსნა, 5 გადაცემა.

„დალასს“ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლით კრისტაპს პორზინგისმა ულიდერა - 31 ქულა, 18 მოხსნა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 23 მარცხით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და პლეი-ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს. „დალასი“ კი დასავლეთ კონფერენციაში 23 მოგებითა და 20 მარცხით მე-7 ადგილზეა.

ბოლო დროს გოგას მიმართ ნდობა გაიზარდა, რაც ძალიან სასიამოვნოა და იმედია ყველაფერი ასე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები