ესპანეთთან მაყურებლით  - ღარიბაშვილმა ნაკრების თამაშზე გულშემატკივრები დაუშვა
Aa
Aa

ესპანეთთან მაყურებლით - ღარიბაშვილმა ნაკრების თამაშზე გულშემატკივრები დაუშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებლებს დაუშვებენ. 

"28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!"

28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!

Posted by Irakli Garibashvili on Thursday, March 18, 2021

გავრცელებული ინფორმაციით "დინამო არენაზე" მაყურებელის 30%  დაიშვება.

შეგახესენებთ,რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები