სოსო ტყემალაძე:
Aa
Aa

სოსო ტყემალაძე: "სარაგბო სახელი როგორც შიგნით, ისე  გარეთ დავაზიანეთ"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სოსო ტყემალაძე „იმედის დილაში“ მივიდა და 10 მარტს გასამართ არჩევნებზე ისაუბრა.

ტყემალაძემ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე, 10 მარტს, მის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან, სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მზადაა, ითანამშრომლოს კონკურენტებთანაც, ვინაიდან ფედერაციის წარმატებისთვის, სწორედ თანამშრომლობაა აუცილებელი. 

სარაგბო სახელი როგორც შიგნით, ისე  გარეთ დავაზიანეთ, ნუღარ გავაკეთებთ უარესს. ვიყოთ მშვიდობიანად. ჩემს მომხრეებს, რომლებიც არჩევნებზე მოვლენ, მინდა ვუთხრა, რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩავატაროთ. გავაფორმოთ ეს გამარჯვება და სწრაფად დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც არსებობს, ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსა და გულშემატკივარს წინსვლა და ვაჩუქოთ ის სიხარული, რომელიც, მაგალითად, ორი დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა გვაჩუქა. ჩემს კონკურენტებსაც ვთავაზობ თანამშრომლობას, თუმცა თუ ვინმე ძალადობასა და რაიმე ტყუილში იქნება, მათთან ვერ ვითანამშრომლებ. ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, შეიძლება, მენეჯმენტში ორჯერ მეტი ადამიანი გვჭირდებოდეს. ისედაც მწირი არჩევანი გვაქვს და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თანამშრომლობის საშუალებას გააქრობს. როგორც იცით, ფედერაციის პრეზიდენტის წინა არჩევნებზე კვორუმი არ შედგა. მე მქონდა მხარდამჭერების 43 ხმა. 10 მარტს დაგეგმილი არჩევნებისთვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის 50%, რაც არის 37 ხმა. ჩემს ხმებს სხვა ხმებიც შემოემატება. მაყურებელი და გულშემატკივარი ჩემთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას“- განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები