ბეილი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ:
Aa
Aa

ბეილი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ: "აქ სწორედ ამიტომ მოვედი"

გარეთ ბეილმა „კრისტალ პალასთან“ მატჩის (4:1) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა. უელსელმა მისი და კეინის საოცარი თამაში შეაფასა.

ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოვედი აქ, რადგან გუნდში ასეთი საოცარი შემტევები ასპარეზობენ. მხოლოდ იმათ არ ვგულისხმობ, ვინც დღეს მოედანზე იყო, არამედ თადარიგში მყოფებიც.

ჩვენ ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევთ, რაც კარგია. პრემიერლიგაში მოწინავე ადგილებისთვის დიდი ბრძოლაა, ამიტომ შრომა უნდა განვაგრძოთ.

ამ მომენტისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ნდობაც გვაქვს. ზოგჯერ ადაპტაციისთვის ცოტა დრო გჭირდება, თუმცა მე საკმაო გამოცდილება მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ.

კეინი? ის ფანტასტიკური, წარმოუდგენელი ფორვარდია. მან ეს ამ საღამოს კიდევ ერთხელ გვიჩვენა. ეს იყო ფანტასიკური სპექტაკლი მისი შესრულებით და გაგვიმართლა, რომ იგი ჩვენთან თამაშობს“. - ციტირებს ბეულის სიტყვებს Sky Sports.

ბეილი-კეინი-სონის ტრიოს მოუორინიომ ლუკას მოურაც დაუმატა და ლონდონელეთა შეტევის ხაზი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. „კრისტალ პალასთან“ „დეზებმა“ ულამაზესი შეტევები შემოგვთავაზეს და მათი გოლების ხილვა ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო.

14 მარტს, მომდევნო ტურში „ტოტენჰემი“ „არსენალს“ „ემირეიტს სთეიდიუმზე“ დაუპირისპირდება. წინ დიდი ჩრდილო ლონდონური დერბი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები