ეს საბას დროა  - ლობჟანიძის მერვე საგოლე პასი და 3 ქულა
Aa
Aa

ეს საბას დროა - ლობჟანიძის მერვე საგოლე პასი და 3 ქულა

საბა ლობჟანიძე ოპტიმალურ ფორმაშია, მან სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მერვე საგოლე პასი შეასრულა, 29-ე ტურში ''ქარაგიუმრუქთან'' გასვლით შეხვედრაში ლობჟანიძის გუნდმა ალპერ პოტუკის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

26 წლის ქართველმა შემტევმა სასტარტოში ითამაშა, 55-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, პოტუკმა შანსი გამოიყენა და ეს გოლი 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი მაღალი შედეგიანობიდან გამომდინარე ქართველის დამატების მსურველთა სია მოკლე ნამდვილად არ იქნება.

ლობჟანიძე ძალიან სტაბილური მოთამაშეა, მას დანიასა თუ თურქეთში ჩავარდნა ფაქტობრივად არ ჰქონია. თურქეთის ჩემპიონატში 2020 წლის ზამთრიდან ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში პროგრესი აჩვენა.

ბოლო 8 თამაშში ლობჟანიძემ 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასე რომ სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ხვდება.

''ქარაგიუმრუქის'' სამატჩო განაცხადში ვატო არველაძე არ იმყოფებოდა. 21 ტურის შემდეგ არველაძის გუნდი 41 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო ''ანკარა'' 26 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები