Aa Aa
5 მარტი 2021  |  18:00

"დინამოს" მეშვიდე მარცხი - თბილისელებმა "ბარსელონეტასთან" წააგეს

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მე-7 შეხვედრა "ბარსელონეტასთან" წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ 14:6 დამარცხდა.

აღშანიშნავია,რომ ჩვენმა წყალბურთელებმა ესპანელებს კონკურენცია მხოლოდ მესამე და მეოთხე პერიოდში გაუწიეს. დიდი შესვენების შემდეგ "ბარსელონეტა" თბილისელებს ანგარიშით 7:0 ამარცხებდა. 

საქართველოს ჩემპიონის რიგებში გოლები ბესაირიონ ახვლედიანმა,ანდრია ბითაძემ,სანდრო ადეიშვილმა, დუშან ვასიჩმა და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ესპანელებს ორი გოლი გაუტანა.

ამ წაგებით სტოიანოვიჩის გუნდი ჯგუფში მე-6 ადგილს იკავებს. მომავალ მატჩს კი "დინამო" 20 აპრილს "იადრანის" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ,რომ თბილისელებს აქტივში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ. „დინამოელებმა" გათამაშების მეორე ტურში მონტენეგროს „იადრანი“ ანგარიშით 11:8 დაამარცხეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში