Aa Aa
4 მარტი 2021  |  11:17

ისევ სლოვაკეთში - ჰამშიკი 3 თვით მშობლიურ კლუბს შეუერთდება

სლოვაკი ვარსკვლავი მარეკ ჰამშიკი ჩინეთიდან ევროპაში ბრუნდება და კარიერას მშობლიურ კლუბ ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 33 წლის ნახევარმცველმა „დალიან იიფანთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, უახლოეს დღეებში კი უკვე ბრატისლავაში ელოდებიან.

ჰამშიკი „სლოვანს“ დროებით შეუერთდება და მასთან 3-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.

მარეკ ჰამშიკი „სლოვანში“ 2002-04 წლებში თამაშობდა, შემდეგ „ბრეშას“ მაისური მოირგო, 2007-დან 2019 წლამდე კი „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში