Aa Aa
3 მარტი 2021  |  18:38

"ეს მაქსიმალური ვადაა" - ბუფონმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და კარიერის დასრულების შესაძლო თარიღი დაასახელა.

"როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ იმ აზრამდე მივდივარ, რომ 2023 წელი ჩემი საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი წელი იქნება. ეს მაქსიმალური ვადაა, მაგრამ თავისუფლად შემიძლია კარიერა 4 თვეში დავასრულო.

ამბობენ, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელები რეგრესს განიცდიან, მაგრამ თავს მე ასე არ ვგრძნობ. კარგად ვარ და არ მგონია, რომ მოულოდნელი კოლაფსი დამეწყება.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ბედისწერის ძალიან ჯერა. როდესაც "იუვენტუსმა" დაბრუნების შანსი მომცა დავფიქრდი რატომ მოხდა ეს. იქნებ ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ კიდევ ერთი ლამაზი ისტორია უნდა დაიწეროს?" - განაცხადა ბუფონმა

შეგახსენებთ, რომ 43 წლის მეკარე "ბებერ ქალბატონს" 2001 წელს შეუერთდა და ტურინში 2018 წლამდე დარჩა. შემდეგ კი 1 წლით "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა, თუმცა მალევე "იუვენტუსში" დაბრუნდა და დღემდე "ბიანკონერის" წევრია. ჯამში ბუფონმა იუვეს მაისური დღემდე 681-ჯერ მოირგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში