ახალი გადაწყვეტილება - ბარტომეუ დროებით გაათავისუფლეს
Aa
Aa

ახალი გადაწყვეტილება - ბარტომეუ დროებით გაათავისუფლეს

პირველ მარტს კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ დააკავეს. დღეს კი ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გვამცნო, რომ მოსამართლე არიადნა ხილმა ჯერჯერობით ბარტომეუ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლა.

საქმე ხოსეპის ყოფილ მრჩეველს ხაუმე მასფერერსაც ეხება და ისიც თავისუფალია. წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ამ საქმეს 2 სპეციალურად დაქირავებული გამომძიებელი შეისწავლის და ამის შემდეგ საქმის ახალ მასალებს მოსამართლეს გააცნობენ. 

შეგახსენებთ, რომ ბარტომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში დაადანაშაულეს. მას ასევე ბრალი ედება 1 მილიონი ევროს უკანონოდ გამოყენებაში, რაც სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების, ეგრეთწოდებული ბოტების სკანდალთან არის დაკავშირებული.

კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ამ ყველაფერს საკუთარი გადაწყვეტილებების გასამართლებლად და ამავდროულად გუნდის ლიდერების გასაკრიტიკებლად იყენებდა. საუბარია მესის, პიკეს და სხვების შესახებ, რომლებსაც ბართომეუს ეგრეთწოდებული ბოტები სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით აქტიურად აკრიტიკებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები