Aa Aa
1 მარტი 2021  |  23:07

ქართველთა გოლებით შემოტრიალებული მატჩი - ანორთოსისმა აპოლონთან ქულა აიღო

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში „აპოლონს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მე-10 წუთზე დიგინის გოლით დაწინაურდნენ. 23-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გერიე გააძევა და „აპოლონი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. წითელი ბარათის შემდეგ, ინიციატივა ხელთ „ანორთოსისმა“ იგდო, თუმცა მე-60 წუთზე დიგინი კიდევ ერთხელ გამოირჩა და საკუთარ გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

ფამაგუსტელები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მატჩი მაინც გადაარჩინეს. 65-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, 79-ზე კი გიორგი ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი შეაგდო და წონასწორობა აღადგინა. „ანორთოსისმა“ 3 ქულის მოსაპოვებლად დარჩენილ დროში მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

„აპოლონთან“ მატჩში ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში 4 ქართველი, ლორია, ქვილითაია, ოქრიაშვილი და დაუშვილი ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა მოედანი 63-ე წუთზე დატოვა, ქვილითაიამ, ლორიამ და ოქრიაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისს“ 52 ქულა აქვს და ლიდერ „ომონიას“ 7, მეორეადგილოსან „აელს“ – 6, ხოლო „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 6 მარტს გამართავენ და „ომონიას“ შეერკინებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში