Aa Aa
1 მარტი 2021  |  22:27

გარანტიები ალაბას - ავსტრიელისთვის ბრძოლაში პსჟ დაწინაურდა

Sky Sports დავიდ ალაბას სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს და გვაუწყებს, რომ დიდი შანსია, ავსტრიელი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს. აქამდე, ალაბას „რეალს“ უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში პსჟ-ს შესახებ აქტიურად იწერება.

Sky Sports-ის ცნობით, პარიზელებმა „ბაიერნის“ მცველს კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართეს და ალაბამ მოლაპარაკებები კლუბის პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთანაც გამართა. ამ უკანასკნელს დიდი ხანია, 28 წლის უკანახაზელის „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ხილვა სურს.

საგულისხმოა ისიც, რომ ფრანგული გრანდი მზადაა, ალაბას ოცნება აუსრულოს და ნახევარდაცვის ხაზში თამაშის გარანტია მისცეს, „რეალს“ კი ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია, რადგან ამ „სამეფო კლუბში" პოზიციაზე ტონი კროოსი, კაზემირო და მოდრიჩი თამაშობენ.

ალაბამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებდა. მას შემდეგ ვითარება შეიცალა და ამ ეტაპზე ავსტრიელის გადაბირების მთავარი ფავორიტი სწორედ „პარი სენ-ჟერმენია“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში