Aa Aa
1 მარტი 2021  |  15:49

''აიაქსთან 17-წლიანი დავა მომიგვარა'' - როგორ დაეხმარა კრუიფი არველაძეს

შოთა არველაძემ გადაცემაში ''კაცები'' იოჰან კრუიფთან 7-საათიანი საუბარი გაიხსენა. ''აიაქსის'' ექს-ფორვარდი ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ბარსელონაში ესტუმრა. როგორც ქართველი სპეციალისტი აღნიშნავს, მისი სტუმრობის მიზეზი ''აიაქსთან'' 17-წლიანი დავის დასრულება იყო.

შოთა არველაძე ამსტერდამული კლუბის ღირსებას 1997-2001 წლებში იცავდა.

''აიაქსთან'' 17-წლიანი დავა მქონდა. კლუბის ლეგენდამ, შაკი შვარცმა მითხრა, რომ კრუიფისთვის მეთხოვა დახმარება. იოჰანთან 7 საათი ვსაუბრობდი, უამრავი თემა განვიხილეთ, ფეხბურთზე, მესიზე, ნეიმარზე და უამრავ სხვა საკითხზე. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო.

თელ-ავივის ''მაქაბიში'' რომ წავედი, სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი იყო. დედამისს უთქვამს, ეგ რომელია, 7 საათი რომ ელაპარაკაო? საბოლოო ჯამში კრუიფმა პრობლემა მომიგვარა, პირველივე სასამართლოზე კლუბმა სარჩელი გამოიტანა''.

შოთა არველაძის მიერ ხსენებული შაკი შვარცი ''აიაქსის'' ცოცხალი ლეგენდაა. მან კლუბის მაისურით 1956-73 წლებში 600-მდე მატჩი ჩაატარა, რაც ამსტერდამული გუნდის რეკორდია. კრუიფთან ერთად ჩემპიონთა თასი 70-იანი წლების დასაწყისში ზედიზედ სამჯერ მოიგო.

კრუიფი და შვარცი ბავშვებთან ერთად

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში