ვიტო კოლელიშვილი :
Aa
Aa

ვიტო კოლელიშვილი : "დამიჯერეთ კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ვეტერანი მორაგბე ვიტო კოლელიშვილი მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ფაქტია რომ არუნდათ რაგბის განვითარება და ზედმეტად ერევიან მის შიდა საქმეებში , არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურად ცნეს რასაც არმივესალმებით,მორააგბეების ის ნაწილი რომლებსაც მართლა ბევრი რამ აქვთ გაკეთებული რაგბისთვის აბუს გვერდითაა, დამიჯერეთ კიდევ არვჩანვართ რამდენი ვართ და ამყველაფერს მალე დაინახავენ. რაგბის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ იმ გამოცდილ მორაგბეებთან ერთად ვისაც წლების განმავლობაში ქვეყანაში თუ მისი ფარგლბს გარეთ საქმე გაუკეთებიათ, გაქონდა რაგბის სახელი მის ფარგლებს გარეთ და დღესაც აგრძელებენ რაგბის ღირებულებებით ცხოვრებას.” - განაცხადა კოლელიშვილმა

ვიტო კოლელიშვილი 2008 წლიდან 2018 წლამდე ბორჯღალოსნების რიგებში ასპარეზობდა. მან ეროვნული ნაკრების კვართი 50-ჯერ მოირგო და ნაკრებს 25 ქულა შესძინა. ის ასევე წლების განმავლობაში საფრანგეთში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ,რომ 24 თებერვალს ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩანიშნული რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე დაიწყო და საბოლოოდ, ქვორუმის ვერშედგენის გამო გადაიდო.

ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მხარდამჭერებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ადგილზე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სოსო ტყემალაძის კანდიდატად დარეგისტრირება არაჯანსაღი პროცესია და მას და მის მხარდამჭერებს "ფულზე გაყიდულებს" ეძახდნენ. 

ასევე, აბუსერიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ რაგბის კავშირს პრეზიდენტი უკვე ჰყავს, რადგან 30 დეკემბერს გამართულმა არჩევნებმა აბუსერიძის გამარჯვება დააფიქსირა. ვიცით, რომ მოგვიანებით აბუსერიძე პრეზიდენტად საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

ფაქტია, ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება და ჯერჯერობით არც ის ვიცით, ახალი არჩევნები როდის ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები