პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა - ბენტეკე ჯერარდის და მანეს გვერდით
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა - ბენტეკე ჯერარდის და მანეს გვერდით

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "კრისტალ პალასი" "ბრაიტონს" ეწვია და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ბენტეკემ მატჩის 95-ე წუთზე გაიტანა.

ინგლისელი თავდამსხმელი ამ გოლით პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. კრისტიანი გახდა მე-5 ფეხბურთელი, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი 90-ე წუთზე ან 90 წუთის შემდეგ გაიტანა. "პალასის" ლიდერს 4 ასეთი გოლი დაუგროვდა. ამ შედეგით კი ის ისეთ ფეხბურთელებს გაუთანაბრდა, როგორებიც სტივენ ჯერარდი, სადიო მანე, იან რაითი და პაპის დემბა სისე არიან.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ბენტეკე "კრისტალ პალასში" 2016 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 134 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 27 გოლი გაიტანა. 30 წლის შემტევი გულშემატკივრებმა ძირითადად "ასტონ ვილადან" გაიცნეს, სადაც 3 სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

ბირმინგემული კლუბის შემდეგ ბენტეკემ "ლივერპულს" მიაშურა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მერსისაიდიდან სწორედ "კრისტალ პალასში" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები