ეთერ ლიპარტელიანი:
Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანი: "ოლიმპიური ლიცენზია უკვე ჩვენია!"

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. თელ-ავივში დასრულებულ გრან სლემზე ეთერმა ბრინჯაოს მედალთან ერთად, 500 სარეიტინგო ქულა დაისაკუთრა.

ახალგაზრდა ძიუდოისტს საერთო ჯამში 2402 ქულა დაუგროვდა და მსოფლიო რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა. წარმატების შემდეგ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში, სანამ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისთვის. ასევე, მინდა, სასიხარულო ამბავი გაცნობოთ. მოგახსენებთ, რომ თელ-ავივის გრან სლემზე მოვიპოვე მესამე ადგილი. ეს ისტორიული მედალია, რადგან აქამდე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებს არ მოუპოვებია მსგავსი წარმატება, ორმაგად სასიხარულოა ეს ფაქტი ჩემთვის, რადგან ამ მედალმა ოლიმპიური ლიცენზია მომაპოვებინა და ის უკვე ჩვენია! აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა ჩემი წარმატების მოპოვებაში.

ასევე, არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი მწვრთნელები, რომლებიც ყველფერს აკეთებენ ჩვენი წარმატებისთვის და 24 საათის განმავლობაში ორიენტირებულნი არიან ჩვენზე და ჩვენს განვითარებაზე. მადლობას გიხდით კახა და გია მასწავლებლებს, ამ ყველაფრისთვის. აქვე მინდა ვახსენო უმაგრესი ადამიანი ირაკლი ხმელიძე, რომელიც ყველანაირად გვერდში გვიდგას. ბატონმა ირაკლიმ თითქმის ყველა ძიუდოისტის სუსტი და ძლიერი მხარეები იცის, რაც ჩვენთვის დამატებითი ძლიერი მხარეა და მისი სწავლებითა და ფსიქოლოგიური გამხნევებით ყოველთვის მივდივართ წინ და მხოლოდ წინ.

არ შემიძლია, არ დავაფასო ჩვენი სპორტის ექიმებიც, რომლებიც ყველფერს აკეთებენ ჩვენთვის. რაც არ უნდა დაგვჭირდეს ყოველთვის ჩვენს გვერდში არიან. სამადლობელი სიტყვები არ დამელევა, არ დავიღლები თქვენი ქებითა და ხსენებით. მიყვარხართ და გაფასებთ ყველას", - წერს ლიპარტელიანი.

ლიპარტელიანის მიერ თელ-ავივში დასრულებულ გრან სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.

57 კილოგრამ წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქარველმა ძიუდოისტმა პოლონელი ჯულია კოვალჩუსკი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ლიპარტელიანმა თელ ავივში მხოლო ერთი შეხვედრა დათმო. ნახევარფინალში ეთერმა ძიუდოისტმა ებრაელ ტიმნა ლევი ნელსონთან წააგო.

ნახევარფინალამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა რუსი დიანა ჟიგაროსი,პოლონელი ანა კუჩერა და უნგრელი ჰედვიგ კარაკაში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები