Aa Aa
21 თებერვალი 2021  |  10:16

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი: ქართველმა ''ჯორჯთაუნთან'' 22 ქულა ჩააგდო

ამერიკაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სტუდენტური ლიგის (NCAA) მორიგ შეხვედრაში ქართველის ''სეტონ ჰოლი'' ''ჯორჯთაუნთან'' 75:81 დამარცხდა.

პარკეტზე ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ქულა სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდო. მის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის მძიმე ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

შეგახსენებთ, ''ჯორჯთაუნთან'' შეხვედრამდე მამუკელაშვილი ''დეპოლისთან'' მატჩში ''სეტონ ჰოლის“ ისტორიაში 45-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 1000-ქულიანი ნიშნული გადალახა. მატჩის შემდეგ, სანდრომ საკუთარ მიღწევაზე ისაუბრა.

„მეათასე ქულის ჩაგდება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სეტონ ჰოლში მოსვლისას არ ვიცოდი ჩემი კარიერა როგორ განვითარდებოდა. 1000 ქულა კი აჩვენებს, თუ როგორ თავდაუზოგავად ვიმუშავე. მიზანს მივაღწიე და ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა. ჩვენ გვინდა, რომ სეტონ ჰოლის ისტორიაში ჩვენი კვალი დავტოვოთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, 1000-ქულიან ნიშნულს მალე მაილს კეილიც გადალახავს. მატჩს რაც შეეხება, არის საღამოები, როცა ჩემს თანაგუნდელებს ჩემი მხრებით თრევა უწევთ, დღეს კი გუნდის ლიდერი მე ვიყავი“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში