ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა!
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულის მორიგ შეხვედრაში სტუმრად "ბრუკლინ ნეტსი" 117:101 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ წონადი წვლილი შეიტანა.
ის ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო და საბოლოოდ 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია "გოლდენ სტეიტში".
ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ქულებშიც - 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 15 ქულა მოაგროვა და ამას 4 პასიც წაამატა.
მთლიანობაში ზაზამ 26 წუთი ითამაშა (ესეც სეზონის მაქსიმუმია), რომლის განმავლობაშიც 15 ქულას, 14 მოხსნას, 4 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
26 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები NBA-ს ლიდერობენ. გასვლითი ტურის მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 24 დეკემბერს დეტროიტში, "პისტონსთან" ელის. შობა ღამეს კი "გოლდენ სტეიტი" კლივლენდში, მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდთან" ითამაშებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით